Thursday, April 12, 2012

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება.

           მეგობრობა.

2. პროექტის მთავარი იდეა:

          არსებობს მიზანი, რომელიც დავისახეთ პრობლემიდან გამომდინარე.


 3. პროექტის აქტუალობა:

          პროექტი აქტუალურია, იგი შეუწყობს ხელს და  დაეხმარებათ  ერთმანეთთან სოციალური, კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, და  შემოქმედებითი უნარ– ჩვევების განვითარებაში.

4.  პროექტის მიზნები:

         პროექტი  ხელს  შეუწყობს პრობლემების გამოკვეთას და მათ  გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიების შერჩევას, ურთიერთპატივისცემას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, ერთმანეთთან  თანამშრომლობას,  კლასში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას.

5.  მონაწილეთა ასაკი:

          საბაზო საფეხური:  14–15 წლის.

6.   ვადები/ხანგრძლივობა:

            2 კვირა.

7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,  რაც შეიძლება შეიქმნას:

          მოვიძიოთ ინფორმაცია მეგობრობაზე , მოვიყვანოთ მეგობრობის  მაგალითბი ჩვენს მიერ შესწავლილი   ნაწარმოებებიდან, ანდაზებიდან, ვაჩვენოთ  ფილმები, და მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებს მხოლოდ თანადგომით  დავძლევთ,  ღირებულებებს კი- მეგობრობით მივაღწევთ.

8.     პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:

            კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, ვიდეო ფილმები.

 9.     პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები).
        
            ვირჩეთ თემას და მის შესაბამის შეკითხვებს ვაყალიბებთ. კლასს ვყობთ ჯგუფებათ და ვახდენთ ჯგუფებში ფუნქციების გადანაწილებას (ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ვინ არიან შემსრულებლები, ვინ,
რას და როდის აკეთებს?).  როდესაც ბავშვები მზად იქნებიან და შეძლებენ პროდუქტის მომზადებას ვახდენთ  პროექტის პრეზენტაციას, მოსწავლეები მსჯელობენ, კამათობენ და მყარი არგუმენტებით ასაბუთებენ თავიანთ  პოზიციას.
    ბოლოს ვახდენთ პროექტის შეჯამებას, რომ  ,, საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია”.
        მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის მიხედვით ვახდენ პროექტის შემაჯამებელ შეფასებას.


10.     საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

                  მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს
                   თავისი თვალსაზრისი სადავო და პრობლემურ საკითხზე.

11.     პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი)
                  
                 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  მარიამ ფონაძე.


12.      ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:

                   marikafonaze@gmail. com.               


13.        პროექტის  ვებ- გვერდი/ბლოგი:    
                   marikafonaze